ნონა მამულაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს - Palitra News

ნონა მამულაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

2022-12-13 09:05:33+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს, ახალი კანდიდატი - ნონა მამულაშვილიც დაემატა. ისინი პარტიის უმაღლესი თანამდებობისთვის 28-29 იანვარს ჩანიშნულ არჩევნებში იბრძოლებენ. მამულაშვილი კანდიდატების სიას გუშინ საღამოს დაემატა, შეემატებათ თუ არა მათ კიდევ ვინმე, დღეს საღამოს გახდება ცნობილი. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის ვადა 18 საათზე ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში კი მათ პოლიტსაბჭოს მინიმუმ 3 წევრის რეკომენდაცია სჭირდებათ.