საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო აღარ გადაიდება და მოსამართლე საქმის არსებით შესწავლაზე გადავა. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ქართულ სამედიცინო სისტემას პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი რესურსი ამოეწურა.