„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე უმრავლესობის მიერ შეჯერებულ პოზიციას დღეს გააცნობს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა და ყველაზე მეტი დრო სწორედ ომბუდსმენის საკითხის განხილვას დაუთმო.
მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ფიქრობს რომ მათ მიერ შეჯერებულმა პოზიციამ შესაძლოა დამატებითი სტიმული მისცეს ოპოზიციას, რომ გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იქნეს მიღწეული, მათ შორის, კომპრომისი უფრო გაადვილდეს