ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლონ. ამის შესახებ ევროპარლამენტრმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა გაწერილი იქნება რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ოთხშაბათს მიიღებს.
„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა. მივმართავთ მთავრობას, გაათავისუფლოს პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე და ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც მიიღებს ევროპული პარლამენტი ოთხშაბათს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომლის განცხადების თარგმანსაც "ფორმულა" ავრცელებს.