ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აცხადებენ, რომ ევროკავშირმა ამ ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი უზრუნველყო, თუმცა მომავალ წელს შესაძლოა თუკი რუსეთი კიდევ შეწყვეტს მიწოდებას, გაზის დეფიციტის წინაშე დადგეს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თქმით, ევროკავშირი 2023-მ წელს შესაძლოა 27-ი მილიარდი კუბური მეტრის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. პრესკონფერენციაზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის მიწოდება "უსაფრთხოა ამ ზამთრისთვის" და ბლოკი შემდეგი ზამთრისთვის ემზადება.