მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყალმომარაგებისთვის 17-ი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოები ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, ქსელის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი 2024-ი წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, მუხრანის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილები.