მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყალმომარაგებისთვის 17-ი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს - Palitra News

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყალმომარაგებისთვის 17-ი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს

2022-12-12 20:28:46+04:00

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყალმომარაგებისთვის 17-ი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოები ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, ქსელის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი 2024-ი წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, მუხრანის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილები.