საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში” მონაწილეობს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე; ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევაზე, მათ შორის 12-ი პრიორიტეტის შესრულებაზე.