ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ, გირჩი-მეტი თავისუფლება განცხადებით ეხმაურება. განცხადებასი წერია, რომ სამხედრო სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელსუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა. პრემიერის დღევანდელი განცხადებები სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც გააკრიტიკეს.