"გირჩი-მეტი თავიუფლება", მათ მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების დახურვის გადაწყვეტილებას პასუხობს. პარტია წერს, რომ ერთადერთი, ვისაც სპეციალურად მისთვის გაწერილი პრივილეგიის სხვა კონფესიის მიერ გამოყენება ყელში ეჩხირებოდა, საქართველოს საპატრიარქოა. პარტიაში თვლიან რომ საპატრიარქოს მიზანი ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის გაჭიანურებაა.
"დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აღარ მისცემს შესაძლებლობას რომელიმე კონფესიას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა, საკუთარი სასულიერო პირები დაიცვას ვითომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, სინამდვილეში კი - სავალდებულო მონობისგან.ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან.სწორედ ამ მიზეზების გამო, უკრაინამ, რომელიც ამჟამად ეფექტურად იბრძვის რუსეთის დედააფეთქებული იმპერიის წინააღმდეგ, ომის პირობებში გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური.ამ სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელსუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა.ერთადერთი ვისაც მთელი ეს წლები ყელში ეჩხირებოდა კანონმდებოლბაში სპეციალურად მისთვის გაწერილი პრივილეგიის სხვა კონფესიის მიერ გამოყენება, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც წარმოადგენს რუსეთის რეზიდენტურის მთავარ ცენტრს ამ ქვეყანაში და რომლის ინტერესებშიცაა საქართველომ შეინარჩუნოს ეს არქაული და ძვირადღირებული სისტემა, რათა მაქსიმალურად დროში გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობის დაწყება.განსხვავებით სხვა პარტიებისგან, Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება ყოველთვის ითხოვდა და ახლაც ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებასა და პროფესიონალური, მაღალტექნოლოგიური, ძლიერი არმიის შექმნას.საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც შედგება სამხედრო საქმით დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისაგან და არა იმ ხალხისგან, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ.თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უნიკალური და ამ სიცოცხლის თითოეული წამი არის მისი და მხოლოდ მისი საკუთრება.ამას ბიძინას მონები ვერასოდეს გაიაზრებენ.ამიტომ მათ უნდა წავართვათ ძალაუფლება," - წერია ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში