აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი - ეს იყო მავნებლური ე.წ. „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის შეფასებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევის მიზნით რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებით, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ყველაზე დიდი მავნებლობა ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ“.
„ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს - ეს იყო მავნებლური ე.წ. „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია ეს საკითხი მოვაგვაროთ, რაც გავაკეთეთ კიდეც.
აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი. მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ და დიდი პატივია მისი გვარის ხსენება მთავრობის სხდომაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. დაიხურება ეს ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი ეს ფიქტიური ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ამით ადამიანს ეუბნები, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.