საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი “აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში” მონაწილეობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი. ილია დარჩიაშვილმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შესრულებულ რეკომენდაციებზე გააამხვილა.