თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
მისი თქმით, პრობლემა არ არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“