სკანდალური მეუფე, რომელიც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი განცხადებებით გამოირჩევა, ბერობის გზას 41 წლის ასაკში დაადგა.
1962 წლის 1 მარტს თბილისში დაბადებული მთავარეპისკოპოსის საერო ცხოვრებიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. დაამთავრდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და შემდეგ სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
ამის შემდეგ იაკობის საერო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ფორუმებსა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია მისი "მხედრიონში" მოღვაწეობის შესახებ, თუმცა ამ თემაზე ქორეპისკოპოსს არასოდეს უსაუბრია.
2003 წლის 15 მარტს კონსტანტინე იაკობაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად იაკობი ეწოდა. შემდეგ იყო არქიმანდრიტი, ქორეპისკოპოსი, 2013 წლიდან კი ბოდბელი ეპისკოპოსია.
2019 წლის 9 ივნისს იაკობს მთავარეპისკოპოსოპა უბოძეს.
საპატრიარქოს კარზე ყველაზე გავლენიან მეუფეს თავისი ფავორიტი პოლიტიკოსები ჰყავს. ამბობენ, რომ ის მეგობრობს ირაკლი ღარიბაშვილთან და ე.წ. "კახურ კლანთან". იაკობს ნათელმირონობა აკავშირებს სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის ოჯახთან. ის მისი ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. როგორც მედიაში იწერებოდა, სწორედ გოგაშვილის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ძალიან გაბრაზდა ხელისუფლებაზე მთავარეპისკოპოსი და არაერთი სკანდალური განცხადებაც გააკეთა... განაგრძეთ სტატიის კითხვა