საქართველოში პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეუთომ სახელმძღვანელო შექმნა, რომელიც დღეს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოსა და ეუთოს ერთობლივ ღონისძიებაზე წარადგინეს. შეხვედრაზე განიხილეს რჩევები ქალებისთვის უსაფრთხო პოლიტიკური საქმიანობისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პოლიტიკაში სერიოზული გამოწვევაა და ხშირია ქალების მიერ წარმომადგენლობითობის შემცირება არა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ გენდერული ნიშნით.