საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ პარტიებს შორის სახალხო დამცველის არჩევის შესახებ ოფიციალური შეხვედრა დღეს გაიმართება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ კანდიდატზე შეჯერდებიან. იაგო ხვიჩიამ კი კოლეგებს საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის არჩევა ევროკომისიის მიერ გაწერილ ვადებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ პოლიტიკური ძალები მათთვის მისაღებ კანდიდატს მაქსიმალურად მცირე დროში აირჩევენ.