10 დეკემბერს ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. სპორტის ეს სახეობა აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, რაც შანს აძლევს მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში 2028. ჩერლიდინგი შეიცავს რამდენიმე მიმართულებას: cheer-dance, cheer- hip hop, street-show და, რა თქმა უნდა, კლასიკური ჩერლიდინგი, სადაც სპორტსმენი გოგონები პომპონებით ცეკვავენ და ამავდროულად რთულ სპორტულ ილეთებს ასრულებენ.
საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია დაარსდა 2009 წელს და ჩერლიდინგის საერთაშორისო კავშირის ICU( შტაბ-ბინა აშშ, ორლანდო) სრულუფლებიანი წევრია. დღეს ფედერაცია, საქართველოს 7 რეგიონში, 4 000-მდე სპორტსმენს ითვლის. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით ყოველ წელს ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, ხოლო საუკეთესოები გაემგზავრებიან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.