Toyota-ს კამპანია, სახელწოდებით Like No One’s Watching, უანგარო სიკეთეზე გვიამბობს — როცა რაღაცას ფარულად ვაკეთებთ და ბედნიერებისთვის სხვისი სიხარულიც კი საკმარისია. მთავარი პერსონაჟი საახალწლოდ ყველასთვის უანგაროდ თუ ჩუმად ყიდულობს საჩუქრებს და ასე ქმნის მათ განუმეორებელ დღესასწაულს.
საგულისხმოა, რომ აქ ტოიოტას მანქანა ფუნქციურ როლს ითავსებს — სწორედ ის წარმოადგენს გოგონას განუყრელ თანამგზავრს. სიუჟეტის ბოლოს კი ასე მალულად გაკეთებული საჩუქრების სანაცვლოდ, ხალხი ერთად იკრიბება და ახლა უკვე დღესასწაულის შემქმნელ ადამიანს უკეთებენ სიურპრიზს.