დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ცნობილ ბრენდზე, რომლის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ორი განსხვავებული მიმართულებით იპყრობს დიდი აუდიტორიის ყურადღებას. ეს არის Yamaha Corporation იაპონური კონგლომერატი პროდუქციისა და მომსახურების ძალიან ფართო სპექტრით. ის მსოფლიოში მუსიკალური ინსტრუმენტების უდიდესი მწარმოებელია, რომლის ყოფილი მოტოციკლეტების განყოფილება 1955 წელს, როგორც Yamaha Motor Co. დაარსდა.
მოკლედ, დეტალების და საინტერესო ისტორიის გასაცნობად ამბავს თანმიმდევრულად მივყვეთ. Yamaha 1887 წელს სამურაის ვაჟმა ნაგასაკიდან - მეწარმე თორაკუსუ იამაჰამ დააარსა. იამაჰას, რომელიც მაშინ სამედიცინო ინსტრუმენტებს არემონტებდა ჰამამაცუში, ადგილობრივმა სკოლამ მიმართა ამერიკული წარმოების ფისჰარმონიის შესაკეთებლად. რემონტის დასრულების შემდეგ, თარაკუსუ დაინტერესდა მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინით და ორ წელიწადში დააარსა Yamaha Organ Manufacturing Company, პირველი იაპონური კომპანია დასავლური მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებისთვის, ხოლო რვა წლის შემდეგ, შექმნა კომპანია Nippon Gakki. რაც იაპონურიდან ითარგმნება, როგორც "იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტები", რომლის სიმბოლო მარეგულირებელი კამერტონი იყო, ხოლო საფირმო ნიშანია ჩინური ფენიქსის ფიგურა, რომელსაც ნისკარტით სწორედ ეს კამერტონი უჭირავს.
1897 წელს Nippon Gakki-მ მიიღო პირველი შეკვეთა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ექსპორტზე 78 ორგანის დასამზადებლად ხოლო 1900 წელს წარმოადგინა პიანინოს პირველი პარტია. მალევე დაიწყო ბრენდის პირველი როიალების წარმოება. 1904 წელს Yamaha -ს ორგანმა და ფორტეპიანომ მსოფლიო გამოფენაზე ამერიკის ქალაქ სენტ-ლუისში გრან-პრი აიღო. ხის დამუშავების გამოცდილების გამოყენებით, კომპანია ავეჯსაც აწარმოებდა, რაც მისთვის დამატებითი შემოსავალი იყო და არსებული მასალის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობაც.1914 წელს ბრენდის მიერ პირველი ტუჩის ჰარმონიკის წარმოებას და იმავე წელს მათ ექსპორტზე გატანას შეუდგა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეწყდა ძირითადად გერმანული მუსიკალური ინსტრუმენტების იმპორტი იაპონიაში, რითაც ისარგებლეს ადგილობრივმა მწარმოებლებმა, მათ შორის Nippon Gakki-მაც. დამფუძნებლის გარდაცვალების მიუხედავად, კომპანია სწრაფად გაფართოვდა, 1920 წლისთვის მას 1000 თანამშრომელი ჰყავდა და წელიწადში 10 000 ჰარმონიკას და 1 200 პიანინოს აწარმოებდა. როგორც არაერთი მწარმოებელი, კომპანია თუ ბრენდი იამაჰასაც ჰქონდა აღმავლობისა და დაცემის პერიოდი, როდესაც სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორები ბრენდის მომავალს მეტ-ნაკლებად განაპირობებდნენ, ხელმძღვანელის მონდომებისა და გუნდური შრომის მიუხედავად. ასე იყო Yamah-ს შემთხვევაშიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია გაკოტრების ზღვარზე მივიდა, მანამდე არსებული წარმატების მიუხედავად: იენის კურსის ზრდამ პროდუქტები ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახადა ექსპორტისთვის, 1922 წელს კომპანიის ორი ქარხანა დაიწვა და 1923 წლის კანტოში მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ ტოკიოს ოფისი გაანადგურა, დააზიანა კიდევ რამდენიმე ქარხანა. ეს კომპანიაზე აისახა, შემცირდა წარმოება და იკლო შემოსავალმაც, ათეულობით თანამშრომელი დროებით უმუშევარი დარჩა, თუმცა მალევე, კომპანიის რეკონსტრუქცია კაიჩი კავაკამიმ, Sumitomo Wire Company-ის დირექტორმა ჩაატარა, რომელიც 1927 წელს Nippon Gakki-ს პრეზიდენტი გახდა.
Nippon Gakki Co. Ltd. ამჟამად Yamaha Corporation მუსიკალური ინსტრუმენტების მსოფლიოში უმსხვილესი მათ შორის ფორტეპიანო, დასარტყამი, გიტარა, სპილენძის ინსტრუმენტები, ვიოლინოები, ალტი, ჩელო და ა.შ. და ნახევარგამტარების, აუდიო/ვიზუალური, კომპიუტერთან დაკავშირებული პროდუქტების, სპორტული საქონლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სპეციალიზებული ლითონებისა და სამრეწველო რობოტების მწარმოებელია. 1983 წელს Yamaha-მ შექმნა პირველი კომერციულად წარმატებული ციფრული სინთეზატორი - Yamaha DX7. გამოუშვა მსოფლიოში პირველი CD ჩამწერი. 1990-იანი წლების ბოლოს გამოუშვა პორტატიული ელემენტით მომუშავე კლავიატურების სერია PSS და PSR. 2002 წელს დახურა მშვილდოსნობის პროდუქტების ბიზნესი, რომელიც 1959 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში წარმატებით სთავაზობდა მომხმარებლებს საჭირო ინვენტარს. Yamaha Corporation ფართოდ არის ცნობილი მუსიკის სწავლების პროგრამითაც, რომელიც 1950-იან წლებში დაიწყო. Yamaha electronics-მა დაამტკიცა, რომ წარმატებული, პოპულარული და პატივცემული პროდუქტია. მაგალითად, Yamaha YPG-625-ს "წლის კლავიატურის" და "წლის პროდუქტის" წოდება მიენიჭა 2007 წელს ჟურნალ The Music and Sound Retailer-სგან. ბრენდის მიერ წარმოებული მოტოციკლეტები და მუსიკალური ინსტრუმენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ცნობილი. Yamaha Motor-ის შემოსავალმა 2022 წლის 30 ივნისს დასრულებული თორმეტი თვის განმავლობაში 11,960 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17,13%-ით შემცირდა ერთი წლის განმავლობაში. Yamaha Motor-ის წლიური შემოსავალი 2021 წლისთვის 16,494 მილიარდი დოლარი იყო, რაც 19,26%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. რაც შეეხება მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელს - წლევანდელი შემოსავალი 112,12 მილიარდი დოლარია, სადაც წმინდა მოგება 12,21 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 52%-ით მეტია.