გარემოს დაცვის სამინისტრო რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების პროცესს განაგრძობს. აღნიშნულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის „511-ის“ სპეციალური ფორმით დაცული ტერიტორიების ყველა, 610 რეინჯერის აღჭურვას.
ახალ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, მოაწერეს.