დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა - Palitra News

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

2022-12-12 09:09:09+04:00

გარემოს დაცვის სამინისტრო რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების პროცესს განაგრძობს. აღნიშნულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის „511-ის“ სპეციალური ფორმით დაცული ტერიტორიების ყველა, 610 რეინჯერის აღჭურვას.

ახალ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, მოაწერეს.