თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საჯარო მმართველობის" სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. პროგრამა არსებობის მანძილზე 200-მდე სტუდენტმა დაამთავრა. წელს კი პროგრამას 12 კურსდამთავრებული ჰყავს.
თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“.
რომელიც საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში.