ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო. როგორც "ნაცმოძრაობის" წევრებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მისი გადაყვანაა და პარტიაში ამასთან დაკავშირებით პოზიცია ერთიანია.
პარტიის ლიდერებმა მედიასთან განმარტეს, რომ ახლა პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაც.