პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონსკურსში მონაწილე კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ანა აბაშიძეს, თამარ მახარობლიძეს, როინ მიგრიაულს, ლია მუხაშავრიას, ლევან ნემსაძეს და ნინო ნიშნიანიძეს მოუსმენენ. კომიტეტი ასევე მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხსაც განიხილავს.
კანდიდატთა მოსმენის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს ზურაბ აზნაურაშვილის, ვიქტორ ახალბედაშვილის, ტრისტან ბენაშვილის, კარლო ბზიშვილის, ზაზა ბუაჩიძის, გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს, მანუჩარ კაკოჩაშვილს, ავთანდილ კახნიაშვილს, რუსუდან კვინიკაძეს, გოგა კიკილაშვილს, ალექსანდრე კობაიძეს, ალექსანდრე კურცხალიას, გია ლილუაშვილს და ხათუნა ლორიას.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი.