ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. მე-3 სეზონში კი, რომელიც ჯერ არ გამოსულა, გერალტს კვლავ ჰენრი კავილი განასახიერებს.
სერიალიდან ჰენრი კავილის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა, რომლითაც The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში ჰენრი კავილის დაბრუნებას ითხოვენ.
ამ დროისთვის პეტიციას 137 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, რომლებიც Netflix-ს აფრთხილებენ, რომ მე-3 სეზონის შემდეგ თუ სერიალში კავილი არ დაბრუნდება, შოუ მაყურებლების დიდ ნაწილს დაკარგავს.
The Witcher-ში ჰენრი კავილის მთავარ როლზე დამტკიცება თავიდან ბევრმა გულშემატკივარმა მოიწონა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორები იმ რომანების სერიას ნაკლებად მიჰყვებოდნენ, რომლებზეც The Witcher არის დაფუძნებული, ფანებს ჰენრი კავილის პერსონაჟი განსაკუთრებულად მოსწონდათ.
The Witcher-ის მე-3 სეზონის პრემიერა 2023 წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.