ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა კონფერენცია “ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის” გამართეს. ღონისძიება ,,სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდაჭერით მოეწყო. კონფერენციაზე საუბარი მსოფლიოზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებს, ქალთა მიმართ ძალადობას და პრობლემის აღმოფხვრის გზებს შეეხო. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყო. ახალაგზრდებმა საზოგადოებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი და პოზიციები გააცნეს.