სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ - Palitra News

სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ

2022-12-10 13:14:57+04:00

სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესში კომპრომისები აუცილებელია და მმართველმა გუნდმა მხარი მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს. მათივე განმარტებით, ომბუდსმენის არჩევა ევროკომისიის მიერ გაწერილ ვადებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პოლიტიკური ძალები საერთო კანდიდატზე შეჯერდებიან.