გამოცემა "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთის ბირთვული მუქარების გამო, ყოველწლიურ სამიტზე უარი თქვა. მოგვიანებით, სამიტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. სამიტი, როგორც წესი, ყოველ დეკემბერს ტარდება. აქამდე იგი მხოლოდ ერთხელ - 2020 წელს პანდემიის დროს გაუქმდა. გამოცემა ასევე წერს, რომ უზბეკეთში გამართულ რეგიონულ სამიტზე მოდიმ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში მშვიდობა ეძიოს.