უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო და 20-მდე საჰაერო დარტყმა, ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 60-ზე მეტი შეტევა განახორციელა. უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების 4-ხ სამეთაურო პუნქტსა და პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს.