საქართველო რეგიონული ტურის ფარგლებში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები.