გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.