მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, 14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკიდან დისტანციურად უნდა ჩაერთოს. პენიტენციური სამსახურისა და ვივამედისთვის დავალება უკვე მიცემულია. მათ შემდეგ სხდომამდე ყველა ტექნიკური დეტალის მოგვარება უნდა უზრუნველყონ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული დღევანდელი სხდომა კი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პირდაპირ აცხადებენ რომ თუ სააკაშვილს რაიმე დაემართება, მთელი პასუხისმგებლობა ოცნების გუნდზე იქნება.