მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპული მოლის დაცვის თანამშრომელია. სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკი“-ში ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა. ცეცხლი 7,000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.