ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრს, ემირ ისას, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილს ბრალი წაუყენეს. გამოძიება დაკავებულს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. ბრალდება 10-დან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.