მომდევნო კვირის განმავლობაში ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში, რათა მიშას ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანას მივაღწიოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი „ფეისბუქზე“ წერს.
„მიხეილ სააკაშვილი მართალი იყო. საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე გვაფრთხილებდა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი უქმნიდა მთელ ევროპულ კონტინენტს. ამას წინააღმდეგობა შეხვდა ჩვენი მთავრობების სიბრმავით, სიყრუითა და კომპრომისებით. დღეს ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი მართალი იყო და ჩვენი მაშინდელი ლიდერები ცდებოდნენ“, - წერს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი.
„დღეს ადამიანს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარზე დააკაკუნა, გისოსებს მიღმა სიკვდილის საფრთხე ემუქრება, ის არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი, რომელიც ფარულად მართავს თავის ქვეყანას. დღეს მიშა - ამერიკელი მეცნიერების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს მისი თმა და ფრჩხილები - მოწამლულია დარიშხანით და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს მის გადარჩენის საშუალება აქვთ. საქართველოს მთავრობა, რომელიც ცდილობს, გარეგნულად მაინც შეინარჩუნოს თავისი, როგორც ბრიუსელსა და მოსკოვს შორის დამაბალანსებელი აქტის პოზიცია, არ გაუწევს წინააღმდეგობას ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას. კერძოდ, პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე აქვს ფრანგული პასპორტი. მაგრამ ჩვენი ლიდერები ჩუმად და პასიურები არიან. მომდევნო კვირის განმავლობაში ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში, რათა მიშას ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანას მივაღწიოთ. რათა ჩვენმა სახელმწიფოებმა არ დაუშვან ხვალ სიჩუმეში მოკვდეს პრეზიდენტი, რომლის მოსმენაზე გუშინ ასე ჯიუტად თქვეს უარი“, - წერს რაფაელ გლუკსმანი.