ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ჯერ კიდევ 2001 წლიდან იწყება. 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმს. 1995 წელს საქართველომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც დღესაც ძალაშია. ისრაელიდან საქართველოში 2011-2022 წლებში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 880 ათასს აჭარბებს.
ამასთან, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია. გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში შრომითი ანაზღაურების სახით სულ მცირე 5300 შეკელს მიიღებდნენ. ეს კი დაახლოებით 1610 დოლარის ფარგლებშია.
საქართველო-ისრაელის სავაჭრო ურთიერთობებზე "ბიზნეს პალიტრას" ეთერშიისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ბენი ბენიში საუბრობს