დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის III კვარტალში 745 მლნ 300 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი 2-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნებელს.
რაც შეეხება სააქციო კაპიტალს, ასევე მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ არის გაზრდილი და 226 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტიციამ 447 დოლარს მიაღწია. შესაბამისად, მისი წილი 60 %-ით განისაზღვრა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი. ხოლო მესამე ადგილზეა ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი.