"ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცვა 24 საათი გაგრძელდება და მასში პროფკავშირის წევრი 1 100 ჟურნალისტი ჩაერთვება. დღეს მანჰეტენზე დაგეგმილია ჟურნალისტების საპროტესტო აქციაც. გავლენიანი ამერიკული გამოცემის ჟურნალისტები ხელფასების 10%-ით გაზრდას და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.