აშშ-ის კონგრესმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. როგორც ცნობილია, მომავალი ფისკალური წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი 80 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 858 მილიარდ დოლარს შეადგენს. დოკუმენტი უკრაინისთვის სულ მცირე 800 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც დამატებით სამხედრო დახმარებას მოემსახურება. ეს 500 მილიონით მეტია, ვიდრე თეთრი სახლი მოითხოვდა.