პარლამენტში იმ კანდიდატების მოსმენა გრძელდება, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადები შეიტანეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს გიორგი ბურჯანაძეს, გრიგოლ გაგნიძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმენს, ასევე მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს.
კანდიდატთა მოსმენის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს ზურაბ აზნაურაშვილის, ვიქტორ ახალბედაშვილის, ტრისტან ბენაშვილის, კარლო ბზიშვილის და ზაზა ბუაჩიძის კანდიდატურებს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი.