ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იმ დოქტორანტებს შეხვდა, რომელთაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და კვლევების ჩასატარებლად გრანტი მოიპოვეს. 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 98 პროექტიდან, ყველაზე მეტი - 35 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით.
კონკურსის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა.