სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე დღეს იმსჯელებს. დაესწრება თუ არა, მისი სურვილის მიუხედავად, ექს პრეზიდენტი სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით, უცნობია. მოსამართლე ორ შუამდგომლობას განიხილავს, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარე ექსპრეზიდენტის განთავისუფლებას, ან ალტერნატიულ ვერსიად სასჯელის გადავადებას ითხოვს. პროცესზე დაიკითხებიან სასამართლო სამედიცინო და დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე კლინიკა "ვივამედის" ექიმები. ადვოკატების შეფასებით, განაჩენის გამოსატანად რამდენიმე პროცესი იქნება საჭირო. ადვოკატები არ გამორიცხავენ, სააკაშვილი სასამართლოს ონლაინ ჩაერთოს.