რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით ნატო-ს ქვეყნები უკრაინის კონფლიქტში სულ უფრო მეტად ერთვებიან და შეერთებული შტატები ესკალაციას ამ გზაზე განზრახ აგრძელებს. დასავლეთის ქმედებებს ის ცეცხლთან თამაშად აფასებს. მისი თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს, რომ დასავლეთს უკრაინას იარაღის მიწოდების კუთხით რაიმე შეზღუდვა აქვს და ისინი მზაკვრულად და მოტყუებით ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ რაიმე სახის საზღვარი არსებობს.