კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს, თუ კიევი ამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს. პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა, 2023 წელს დასრულდეს. ამასთან, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ უკრაინა არ არის ვალდებული შემოიფარგლოს საკუთარი ტერიტორიით თავდაცვის მიზნით, პესკოვმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები „რა თქმა უნდა, კიევს ახალი თავდასხმებისკენ ახალისებს”.