ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობა დაასრულა.როგორც ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი 5-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო აღიარება აქვს. მისივე თქმით, ახლა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან დიდი ყურადღება მიექცევა იმას, თუ ვის აირჩევს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე. ამის პარალელურად ხელისუფლება და ოპოზიცია ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან ახალი ომბუდსმენის ერთ კონკრეტულ კანდიდატზე. რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას.