ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. ამის შესახებ ნათქვამია სააკაშვილის ხელწერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრები ავრცელებენ.
„მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს.