ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ ინფორმაციას ფლობენ და შეშფოთებულები არიან აღნიშნულის გამო.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული.