ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო „ტვიტერზე“ წერს.
„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - წერს პიტერ სტანო.