თბილისში, დასაქმების ფორუმი ჩატარდება, სადაც ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 9 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კურორტებზე არსებული სასტუმროების, კაფე - ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიონ სასურველი ვაკანსიები. წარმოდგენილი ვაკანსიების ჩამონათვალის გაცნობა, დაინტერესებულ პირებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ სერვის ცენტრებშიც შეუძლიათ.