საქართველოში ქალების პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს ქალთა გაძლიერების კუთხით საქართველომ მცირედით გააუმჯობესა მისი პოზიცია და 2021 წლის მონაცემთან შედარებით მე-60 ადგილიდან 57-ე ადგილზე გადაინაცვლა. ღონისძიებას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესწრებიან.